საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო და კერძო თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობა

კანონპროექტის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიანი და თანამედროვე სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს. შესაბამისად, მსხვილი, საზოგადებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაზე გაიზრდება ინვესტორების დაინტერესება კერძო დაფინანსების (მათ შორის უცხოური ინვესტიციების) განხორციელების თვალსაზრისით და ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდების სფეროში მათი გამოცდილების, ეფექტიანობის, ტექნოლოგიების, ინოვაციების გამოყენების თვალსაზრისით. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პროექტის რისკების ადეკვატური გადანაწილების მექანიზმები პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რეფორმის განხორციელება ინვესტორებისთვის და საფინანსო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს და წაახალისოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელება. საქართველოში ახალ საზოგადოებრივ/საჯარო ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს კერძო სექტორის მონაწილეობის, მათ შორის, ფინანსური თანამონაწილეობის საჭიროების ზრდას, განსაკუთრებით ისეთ პროექტებში რომელთა განხორციელებაც მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მოთხოვნა ხარისხიანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდებაზე.

სრული ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის დადგენილება N426
საქართველოს მთავრობის დადგენილება N437
საქართველოს მთავრობის დადგენილება N452
საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
რეფორმის საჭიროება
საერთაშორისო გამოცდილება

ვიდეორგოლები

გმადლობთ, თქვენი პოზიცია დაფიქსირებულია  

ხმის მიცემა დასრულებულია  

ვემხრობი

არ ვემხრობი

77%

ვემხრობი

23%

არ ვემხრობი

შესრულებული სამუშაოები (სხვადასხვა ტიპის ჩაშლით)
რეფორმის მიმდინარეობის სტატუსი

ძირითადი კანონმდებლობის შემუშავება

ნორმატიული სამართლებრივი აქტების შემუშავება

საერთაშორისო მხარდაჭერა:
სესიები:

ჩაერთე საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნორმატიული აქტების შემუშავებაში

07 აგვისტო 10 აგვისტო

შესრულებული სამუშაოები

 ვემხრობი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე