საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მასშტაბური გადამზადების პროგრამის თანმხლები ღონისძიებები:
  • ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივა - სასწავლო სილაბუსი უნდა შეიქმნას ინდუსტრიული ფირმების აქტიური ჩართულობით, რათა გადამზადებული პირი აკმაყოფილებდეს საბაზრო მოთხოვნებს და მაქსიმალურად მოხდეს მისი კვალიფიკაციის მიახლოება ინდუსტრიის საჭიროებებთან;
  • საწარმოო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება - უნდა მოხდეს საწარმოო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება, რაც გაუადვილებს ინდუსტრიული სექტორის  კომპანიებს თანამშრომლების აყვანას, რადგან სერთიფიკატი უზრუნველყოფს მომუშავის კვალიფიკაციის გარანტიას;
  • სამუშაო ძალის მონაცემთა ბაზის შექმნა - უნდა შეიქმნას სამუშაო ძალის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილი იქნება გადამზადებული პირების ინდივიდუალური პროფილები, უნარ-ჩვევების, გამოცდილების, განათლების და ა.შ. ინფორმაციის მითითებით, რაც გაუმარტივებს ფირმებს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მოძებნას და ასევე, ხელი შეეწყობა გადამზადებული ადამიანების შემდგომ დასაქმებას.

შენიშვნა: შესაძლოა, სამუშაო ძალის მონაცემთა ბაზა არ შემოიფარგლოს მხოლოდ გადამზადებული პირებით;

  • ტრეინინგ პროგრამები სტუდენტებისთვის - გადამზადებული პირებისთვის შემდგომი სტაჟირების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. კომპანიები სთავაზობენ სტაჟირებას ინდუსტრიული მიმართულების სტუდენტებს, რაც მოიცავს მათ ტექნოლოგიური და საწარმოო პროცესებში ჩართვას და მენტორების მიმაგრებას;
  • პროფესიული კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარების შეთანხმება - ასევე მნიშვნელოვანია, პროფესიული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარება,  ხშირ შემთხვევაში მთავრობები თანხმდებიან ორმხრივად აღიარონ პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც მიღებულია კონტრაქტის მონაწილე ქვეყნებში. აღნიშნული ხელს შეუწყობს გადამზადებული პირების მიერ სტაჟირების საზღვარგარეთ გავლას და კვალიფიკაციიის შემდგომ ამაღლებას.

ინიცირებული საკითხები

text
მოკლე აღწერა:

text

..

მასშტაბური გადამზადების პროგრამის თანმხლები ღონისძიებები:
მოკლე აღწერა:

  • ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივა - სასწავლო სილაბუსი უნდა შეიქმნას ინდუსტრიული ფირმების აქტიური ჩართულობით, რათა გა..