საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპენსიო რეფორმა

რეფორმა გულისხმობს განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წესით განახორციელებს შენატანებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ყოველი მათგანი 2%-ს, ანუ მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი ხელფასის 6%-ის ოდენობის თანხის აკუმულირება მოხდება. დაგროვილი თანხის ინვესტირება განხორციელდება, რის შედეგადაც მას დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისად, მოცულობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკში გასვლის მომენტისთვის მონაწილის საპენსიო ანგარიშზე იქნება მნიშვნელოვნად მეტი თანხა, ვიდრე მან ან/და მის სასარგებლოდ შეიტანა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ. • საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ხოლო მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი, ნებაყოფლობითი. • რეფორმის ფარგლებში მთავარია, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იზიარებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას საპენსიო ასაკში. ეს არის კარგად გადასინჯული სისტემა, რომელიც მუშაობს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. • ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელება არ გულისხმობს არსებული სოციალური პენსიის გაუქმებას - სოციალური პენსია სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა და შესაბამისად იგი დარჩება ამ ინსტრუმენტად მომავალში. • რაც შეეხება ინვესტირებას - მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, როგორიცაა ინვესტირების ინსტრუმენტების დივერსიფიცირება, ინვესტირების დადებითი შედეგების მაღალი ალბათობა და სხვა. სწორედ ამ პრინციპების დაცვით იქნება უზრუნველყოფილი საპენსიო აქტივების ინვესტირება სხვადასხვა კატეგორიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინსტრუმენტებში. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავად კანონპროექტშია მოცემული.

სრული ინფორმაცია

რეფორმის საჭიროება
საერთაშორისო გამოცდილება
ხშირად დასმული კითხვები

84%

ვემხრობი

16%

არ ვემხრობი

შესრულებული სამუშაოები (სხვადასხვა ტიპის ჩაშლით)
რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

ადმინისტრირების ინფრასტრუქტურა

საერთაშორისო მხარდაჭერა:
სესია დასრულებულია
თქვენი პასუხები დაფიქსირებულია