საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ქვეყნების მიხედვით?

ნომინალურ დოლარში გამოხატული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება სხვა ქვეყნის ან სხვა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან ეკონომიკურად არასწორია. ერთი აშშ დოლარის რეალური ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია. ამასთან, ქვეყნებს შორის არსებობს ფასების მუდმივი განსხვავება, რაც იწვევს განსხვავებას ცხოვრების დონეებს შორი

აღნიშნულის გამო არსებობს საერთაშორისო დოლარის ცნება, რომელიც ეყრდნობა მსყიდველუნარიანობის პარიტეტს და შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა პერიოდის მშპ-ს შედარებას. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი ითვალისწინებს როგორც გაცვლითი კურსის ასევე ცხოვრების დონნეებს შორის განსხვავების ეფექტებს

2016 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით გაანგარიშებულმა საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულზე 10 043 საერთაშორისო დოლარი შეადგინა და მხოლოდ 5.7 -ჯერ ჩამორჩება აშშ-ს ანალოგიურ მაჩვენებელს, მაშინ როცა ნომინალური მშპ ერთ სულზე 3 781 დოლარს შეადგენს და 14.9-ჯერ ნაკლებია აშშ-ს ანალოგიურ მონაცემზე.